კონგოში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი რუსი მფრინავი დაიღუპა. გაერომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია "იუტეირის" მი-8 ტიპის ვეტმფრენის კონგოში ჩამოვარდნის შედეგად, ეკიპაჟის ოთხი წევრი დაღუპულია.
გავრცელებული ინფორმაცით, ვერტმფრენი უამინდობის - ძლიერი წვიმის - პირობებში ასრულებდა რეისს შაბუნდადან ბუკაუს მიმართულებით. აეროპორტში დაჯდომამდე 10 კილომეტრში ვეტმფრენთან კავშირი გაწყდა.
ვერტმფრენის ჯუნგლებში, მთიან ადგილას ჩამოვარდა. ეკიპაჟის ოთხივე წევრი დაღუპულია.