ესპანეთის "ბარსელონის" არგენტინელმა თავდამსხმელმა ლეო მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა. მესიმ ეპანეთის ჩემპიონატის 17 მატჩში უწყვეტად გაიტანა გოლები. ეს ნაციონალურ ჩემპიონატებში ერთი ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების ყველაზე დიდი ციკლია.
"ოქროს ბურთის" ოთხგზის მფლობელმა დეპორტოვისთან 88-ე წუთზე გაიტანა მორიგი გოლი და ახალი რეკორდი დაამყარა.
მესიმ 17 მატჩი 27 გოლი გაიტანა.
ამ დრომდე 16 მატჩში ზედიზედ გატანილი გოლების ავტორი პოლონეთის "რუხის" თავდამსხმელი ტეოდორ პეტერეკუ იყო, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატში გასული საუკუნის 30-იან წლებში თამაშობდა.