აშშ-ი ყარატში თალიბებთან მართავენ მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ავღანეთის პრეზიდეტმა ჰამიდ ყარზაიმ განაცხადა.
ასოშეიტედ პრესის ინფორმაციით, მოლაპარაკებები თვითმკვლელების თავდასხმას ეხება, რომელმაც 19 ადამიანის სიცხოცხლე შეიწირა.
ყარზაის თქმით, მოლაპარაკლებები ემსახურება ერთ რამეს, ავღანელებს ანახონ, რომ 2014 წელს კოალიცის ჯარების მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ ავღანეთის უშიშროების ჯარები თავად ვერ შეძლებენ გაუმკლავდნენ ვითარებას.
"აფეთქებებმა ქაბულსა და ჰოსტში აჩვენა, რომ ეს მომგებიანია ამერეიკელებისთვის 2014 წელის პერსპექტივაში. ცდილობენ დაგვაშინონ, დაგვაფიქრონ, რომ ჩვენ მოგვიწევს ამ პრობლემების წინაშე დგომა, იმ შემთხვევაში თუ უცხოელები არ იქნებიან ავღანეთში", - განაცხადა ავღანეთის პრეზიდეტმა.
თავის მხრივ თალიბანი უარყოფს ინფორმაციას აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების თაობაზე, აშშ-ის ხელისუფლება კი ყარზაის განცხადებაზე კომენტაარს არ აკეთებს.
ერთი წლის წინ თალიბანმა ბრალი დასდო აშშ-ს არათანმიმდევრულობაში და მოლაპარაკებები შეწყვიტა.