2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან 2 წელი გავიდა. იაპონიაში ორი წლის შემდეგაც არაა სრულად აღმოფხვრილი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები.
2011 წლის 11 მარტს ქვეყანაში რიხტერის შკალით 9,0 ბალის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ და მის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.
მხოლოდ ერთი დღის - 2011 წელის 11 მარტის - განმავლობაში იაპონიაში რიხტერის შკალით 5,8 დან 9,0 ბალამდე სულ16 მიწისძვრა მოხდა.
მიწისძრის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ატომური ელექტროსადგური. რადიაციის გაჟონვა მოხდა ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე. დროებით შეწყვიტეს მუშაობა უდიდესმა კოპორაციებმა და კონცერნებმა. დაღუპულთა რიცხვა 20 ათასს მიაღწია , ხოლო დაკარგულთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა. მხოლოდ მიიაგის პრეფექტურაში დაღუპულთა რაოდენობა 15 ათას ადამიანს აღემატება.
იაპონიაში 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად წარმოქმნილმა ზარალმა 220 მილიარდი ევრო შადგინა
2011 წლის 11 მარტს მოხდარი მიწისძვრა თავისი შედეგებით იაპონიის ეკონომიკისთვის უდიდესი ზარალის მომტანი აღმოჩნდა, რომელმაც გავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკის ტემპების შენელებაზე.