ფილმ "ჰობიტი : მოულოდნელი მოგზაურობა" საკასო შემოსავალმა ერთ მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს მნიშვნელოვანი ზღვარი ფილმის ჩინეთში გაქირავების წყალობით გადაილახა.
ამგვარად, ტრილოგიის პირველი ნაწილი 2012 წლის ფილმ-მილიარდერთა მეოთხე ფილმია. საერთო ჯამში რეკორდსმენ ფილმებში "ჰობიტი" მეთხუთმეტე ადგილს იკავებს.
სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის ფილმი კიდევ მაღალ დონეზე აიწევს, რამდენადაც მომდვნო ადგილის დასაკავებლად მხოლოდ 3 მილიონი დოლარი არ ყოფნის.
აშშ ახალი ზელანდიის ერთობლივი ნაწარმოების რეჟისორი პიტერ ჯექსონია.