მოსკოვში, ალექსანდროვის ბაღში დააკავეს ქართველი, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შეწყვეტას ითხოვდა. რუსული მედიის ცნობით, დაკავებულია ლოლიტა ცარია.
ლოლიტა ცარიას ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: ,,ვითხოვ დაუყოვნებლივ გამოიყვანოთ საოკუპაციო ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან!"
მომიტინგე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა ამ დროისთვის ის უკვე გათავისუფლებულია.