ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლამ რუსეთში გაკვირვება გამოიწვია, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ.
მისი თქმით, რუსი პოლიტიკოსები ივანიშვილის მთავრობას პრორუსულ ძალად არ აღიქვამენ, რადგან საქართველოს ახალი ხელისუფლება მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაციის მატარებელია.
"სიმართლე გითხრათ, რუსეთში გაკვირვებაც კი გამოიწვია ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში წასვლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ,"- განაცხადა ხაბურძანიამ.