აფეთქების შედეგად, რომელიც ტერორისტმა -თვითმკვლელმა დღეს ავღანეთის ქალაქ ხოსტში განახორციელა ცხრა ადამიანი დაიღუპა. მათ შორის რვა ბავშვია და ერთი პოლიციელი. ორი ადამიანი დაჭრილია. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ტერორისტმა თვითმკვლელმა თავი ავღანური და საერთაშორისო ძალების საკონროლო-გამშვებ პუნქტთან აიფეთქა. პოლიციელი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მან შეამჩნია თავდამსხმელი და შეეცადა დაეკავებინა ის", - ნათქვამია ადგილობრივი გუბერნატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები