ვენესუელის ხელისუფლებამ გარდაცვლილი უგო ჩავესის ცხედრის ბალზამირებისა და მისი რევოლუციის მუზეუმში განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. განცხადება ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გააკეთა.
"ჩავესის ცხედარი ბალზამიებული იქნება, იმისათვს რომ მისი ნახვა მუდამ შეიძლებოდეს შუშის სასახლეში",_ განაცხადა მადურომ.
ბალზამირების შემდეგ ჩავესის ცხედარს კარაკასში მდებარე რევოლუციის მუზეუმში გადაიტანენ, მამამდე კი პანაშვიდების დროს ხელისუფლებამ კიდევ ერთი კვირით გაზარდა, იმისათვის რათა ხალხმა ჩავესთან გამომშვიდობება შეძლოს.