ვენესუელის პრეზიდენტის, უგო ჩავესის ცხედარი ვლადიმერ ლენინის მსაგვსად იქნება დაბალზამირებული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი" ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას მადუროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცხადებული იყო, რომ ჩავესის დაკრძალვის ცერემონია 8 მარტს შედგებოდა, თუმცა, გადაწყდა, რომ პანაშვიდები კიდევ ერთი კვირა გაგრძელდეს, რათა ყველა მსურველს მიეცეს ქვეყნის პრეზიდენტთან გამოთხოვების შესაძლებლობა. ჩავესის ცხედარს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დაასვენებენ, ამჟამად კი, პანაშვიდები სამხედრო აკადემიის სამლოცველოში მიმდინარეობს.
მადუროს თქმით, ბალზამირების შემდეგ, ჩავესის ცხედარს, რომელიც შემინულ კუბოში იქნება დასვენებული, კარაკასში, რევოლუციის მუზეუმში განათავსებენ. როდის განხორციელდება ეს, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი.