ზაზა ხატიაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიმართ აგორებულ ბინძურ კამპანიას, მის მიერ გატარებულ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე რეფორმებს უკავშირებს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიმართ დაწყებულ ბინძურ კამპანიას (თითქოს იუსტიციის მინისტრს არ ჰქონდეს იურიდიული განათლება), უკავშირებს მინისტრის მიერ გადადგმულ იმ პროგრესულ ნაბიჯებს, რამაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას უნდა მოუტანოს დემოკრატიული განვითარება და სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება.
მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2012 წლის პოლიტიკოსი და ოქროს პერგამენტის ლაურეატი გახდა, სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან შეინიშნება აგრესია. „დემოკრატიის შუქურას" განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია იუსტიციის მინისტრის წარმატებულმა ვიზიტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
თავდაპირველად, „დემოკრატიის შუქურას" რეჟიმმა, იუსტიციის მინისტრის ოჯახის წევრებიდან დაიწყო და დაინტერესდა თეა წულუკიანის მამის მიერ გამოტანილი განაჩენებით, იმის გამო, რომ მიზანს ვერ მიაღწია შეელახა მინისტრის სახელი, ამჯერად თავად თეა წულუკიანის განათლებით დაინტერესდა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვთვლი, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე, საქართველოს არ ჰყოლია ასეთი განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე იუსტიციის მინისტრი როგორიც თეა წულუკიანია. 2003 წლის 19 ნოემბერს, სტრასბურგში მიმდინარეობდა საქართველოს ისტორიაში პირველი სასამართლო პროცესი ასანიძე-საქართველოს წინააღმდეგ, როგორც პროცესის მონაწილემ იქ გავიცანი ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელსაც ჯერ კიდევ 2003 წელს მოიხსენიებდნენ როგორც გენიოს ადამიანს და მე ვიყავი ამაყი, რომ ქართველ ადამიანს ასე ღირსეულად მოიხსენიებდნენ.
სამარცხვინოა, თეა წულუკიანის განათლება შეაფასონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას თავი ადამინების წამებით და არაადამიანური მოპყრობით დაამახსოვრეს. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება დიდი იმედით უყურებს ქალბატონ თეა წულუკიანის მოღვაწეობას და სჯერა, რომ თეა წულუკიანი მიაღწევს უფრო მასშტაბურ წარმატებებს პოლიტიკურ ასპარეზზე.