სარეკლამო აბრაზე ქართული ენით წარწერის არ დატანა 5 ათას ლარამდე ჯარიმას ითვლისწინებს. "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების მიხედვით, რომელიც თავის მხრივ "რეკლამის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებებიდან გამომდინარეობს, თუ აბრაზე ქართული ენით წარწერა არ იქნება გაკეთებული მაშინ შემოღებული იქნება ჯარიმა. უფრო კონკრეტულად კი, აბრისთვის დადგენილი წესების დარღვევისთვის გამოიყენება ადმინისტრაციული სანქცია გაფრთხილების სახით. ხოლო თუ ქმედება ჩადენილი მეორედ მაშინ შემოდის ჯარიმა, რომელიც ფიზიკური პირისთვის 200 ლარით იქნება განსაზღვრული ხოლო იურიდიული პირისთვის 3000 ლარის ოდენობით. თუმცა თუ იგივე ქმედება წლის განმეორებით ჩადენილი იქნება მესამედ და მეტჯერ, მაშინ ჯარიმის ოდენობა უკვე 5000 ლარით არის განსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ "რეკლამის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია აბრაზე წარწერის ქართულ ენაზე გაკეთება სავალდებულო ხდება.
როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, რომ ამიერიდან ფიზიკური ან იურიდიული პირი აბრაზე ქართული ენით წარწერის გაკეთება სავალდებულო ხდება, რაც მოქმედის კანონმდებლობით სავალდებულო არ იყო. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ის რომ სარეკლამო აბრაზე წარწერა ხშირ შემთხვევაში ქართულად არ არის გაკეთებული, ეს ქართული ენის დაკნინებას იწვევს. კანონპროექტის მიხედვით სარეკლამო აბრაზე უცხო ენის გამოყენება არ იკრძალება, უბრალოდ ქართული ენით წარწერის გაკეთება ხდება სავალდებულო.