ამიერიდან სარეკლამო აბრებზე წარწერები ქართულ ენაზეც უნდა იყოს. "რეკლამის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტია.
როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, რომ ამიერიდან ფიზიკური ან იურიდიული პირი აბრაზე ქართული ენით წარწერის გაკეთება სავალდებულო ხდება, რაც მოქმედის კანონმდებლობით სავალდებულო არ იყო. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ის რომ სარეკლამო აბრაზე წარწერა ხშირ შემთხვევაში ქართულად არ არის გაკეთებული, ეს ქართული ენის დაკნინებას იწვევს. კანონპროექტის მიხედვით სარეკლამო აბრაზე უცხო ენის გამოყენება არ იკრძალება, უბრალოდ ქართული ენით წარწერის გაკეთება ხდება სავალდებულო.