,,დიმიტრი შაშკინის ჩამოსვა მეტყველებს იმაზე, რომ იგი მზადაა ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს", _განაცხადა ჟურნალისტებთან საკანონმდებლო ორგანოში ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქართველოში დაბრუნების კომენტირებისას.
,,მისი ჩამოსვლის ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ის მზადაა ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც მის საქმიანობას უკავშირდება. ამიტომ ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი ხელს უწყობს კითხვის ნიშნებისა და ღრუბლების გაფანტვას და პოზიციების სიცხადეს", -განაცხადა ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამთენიისას ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნდა. როგორც შაშკინმა აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის."ყველამ იცოდა, სადაც ვიმყოფებოდი -ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯერჯერობით თავისუფალი ადამიანი ვარ და მაქვს უფლება, გადავწყვიტო, სად ვიყო. საქართველოს მოქალაქე ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, სამშობლოში დავბრუნდე", - განაცხადა შაშკინმა და აღნიშნა, რომ საქართველოში ოჯახთან ერთად დაბრუნდა. შაშკინმა საქართველო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. იგი აშშ-ში იმყოფებოდა.