2013 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,3 პროცენტი შეადგინა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.
მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თებერვლის ინფლაციაში -0,18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4,4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1,9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1,6 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (4,8 პროცენტი).
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 2,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თებერვლის ინფლაციაში -0,07 პროცენტული პუნქტი შეადგინა.