სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი" ქალთა საერთაშორისო დღესა და დედის დღეს განსაკუთრებულად ხვდება და 3-დან 8 მარტის ჩათვლით მანდილოსნებისათვის გრანდოზულ სიურპრიზებს გეგმავს. შესაბამისად, მომხმარებელი დღესასწაულების მისალოც საჩუქრებს „სმარტში" სპეციალური ფასდაკლებებითა და შეფუთვით მიიღებს.
3-დან 8 მარტის ჩათვლით სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი" მომხმარებელს წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე (თმის უთო, თმის საშრობი, ეპილიატორი) 20%-იან ფასდაკლებას, პირადი ჰიგიენის სასაჩუქრე ნაკრებებზე 30%-იან ფასდაკლებას და „ბაგრატიონის" შამპანიურ „ბრუტი როზეზე" 50% ფასდაკლებას სთავაზობს. ამას გარდა, „სმარტის" საკონდიტრო უგემრიელეს ტორტებსა და ნამცხვრებს დედისა და ზოგადად მანდილოსნებისათვის მისალოცი სპეციალური ტექსტებით შესთავაზებს მყიდველს. სპეციალური საჩუქრების კუთხე ულამაზესი ქოთნის ყვავილებით და სხვა სიმბოლური სუვენირებითა და ჭურჭლით გულგრილად ვერავის დატოვებს.
„"სმარტი" ულოცავს ყველა ქალბატონს დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღეს. ვეცადეთ დღესასწაულებისათვის „სმარტში" განსაკუთრებული გარემო შეგვექმნა და ვფიქრობთ, სპეციალური ფასდაკლებები და სასაჩუქრე ნაკრებები დაეხმარება მომხმარებელს განსაკუთრებული დღეები აჩუქონ დედებსა და ძვირფას მანდილოსნებს", - აცხადებენ „სმარტში".
„სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. დღესდღეობით „სმარტს" 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.