ქართველი დეპუტატი გივი თარგამაძე, რომელსაც ბრალი ედება რუსეთში მასობრივი არეულობების აქციების ორგანიზებასა და დაფინანსებაში აცხადებს, რომ ის რუს ოპოზიციონერებს არ იცნობს. ეს განცხადება თარგამაძემ ტელეარ "დოჟდ"-ისთვის მიცემულ კომენტარში გააკეთა.
მისივე თქმით, იგი არა თუ მხოლოდ არ იცნობს რუს ოპოზიციონერებს, მას არავითარი კავშირი არ აქვს ბოლოტნი მოედანზე 2012 წლის მაისში გამართულ აქციებთან.
ამას გარდა, რუსული მედიის ინფორმაციით, თარგამაძე მინსკში ოპოზიციონერებთან შეხვედრაზე "ფაბრიკაციას" უწოდებს. ამავე დროს თარგამაძე აცხადებს, რომ ის სპლიდარობას უცხადებს რუსეთის ოპოზიციას და ის დამნაშავეა იმაში, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა მასობრივი აქციების მომზადებაში.
"პასუხისმგებლობას ვგრძნობ მხოლოდ იმის გამო, რომ მე ამაში არ ვმონაწილეობდი", - განაცხადა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ თარგამაძეს რუსეთში ამ სისხლის სამართლის გამო დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი და მასზე ძებნაა გამოცხადებული.