არ მგონია პრეზიდენტი დაუცველი იყოს, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტი სახელმწიფო მოხელეა და მას სახელმწიფო დაცვის სამსახური დაიცავს.
"არ მგონია რომ პრეზიდენტი დაუცველი იყოს, რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახური მის დაცვას აგრძელებს. პრეზიდენტი არ არის კერძო პირი, შესაბამისად სახელმწიფოს მისი დაცვა ევალება და ის ვალდებულია კანონებს დაემორჩილოს. აქედან გამომდინარე, მეჩვენება რომ სააკაშვილის მხრეიდან ეს არის პი-არ აქცია და ამას რეალობასთან კავშირი არ აქვს",- განაცხადა ფანჯიკიძემ.