დეპუტატი, ჯონდი ბაღათურია კანონდარღვევებზე რეგირებისაკენ პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს. როგორც ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან კვლავ მიმდინარეობს საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, კერძოდ კი საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტები.
ჯონდი ბაღათურიამ რამდენიმე მაგალითიც დაასახელა. მათ შორის, "სონის ცენტრის" და წიგნის სახლის "საუნჯეს" ჩამორთმევა, სასტუმრო "აბასთუმნის" ჩამორთმევა, შპს "ნიას" დემონტაჟი, კაფე ბარ "ორქიდეას" ჩამრთმევა და ა.შ.
ბაღათურია აქცენტს აკეთებს, რომ მსგავსი სახის საკუთების უფლების დარღვევის ფაქტები კვლავაც მიმდინარეობს. ბაღათურია ასეთ ფაქტად კი ბათუმში მცხოვრებ ომარ მახარაძისთვის ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე კერძო საკუთრების ჩამორთმევის ფაქტს ასახელებს.
"მახარაძემ 1999 წელს პირადი დანაზოგით სოფელ გონიოში მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც 2005-2007 წლებში ააშენა საცხოვრებელი სახლი სასტუმრო. 2006 წელს მისი საკუთრებით გენერალური პროკურატურა დაინტეესდა. ომარ მახარაძე სახლის არაკანონიერ მფლობელად გამოაცხადეს იმ მოტივით რომ თითქოს იგი ემზარ კვიციანს იცნობდა და ქონებაც თითქოს კვიციანის საკუთრებაში იყო.
ამასთან საკუთრებასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე ომარ მახარაძე არ მიიწვიეს და მოულოდნელად ყოველგარი გაფრთხილების გარეშე პოლიციისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა მას სახლის დატოვება მოსთხოვეს" - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.
მისი თქმით, ეს ფაქტი არის საქარველოს კანონდმებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევა და სწორედ ამიტომ იგი პარლამენტის თამჯდომარეს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
გარდა ამისა ჯონდი ბაღათურია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიმართავს, რათა მთავარ პროკურატურას საქმის დეტალურად გამოძიება მოსთხოვოს.