ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა კირსან ილუმჟინოვთან ბიზნესცენტრში გაიმართა. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის პირველ მოადგილე - ზურაბ აზმაიფარაშვილი დაესწრნენ. მხარეებმა საქართველოში ჭადრაკის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტთან ჭადრაკი ითამაშა.
„ჩვენი სურვილია, რომ თბილისმა ჭადრაკის დედაქალაქის ფუნქცია შეიძინოს. ქართულ ჭადრაკს ძალიან დიდი ტრადიცია გააჩნია და ეს ტრადიცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს,"-განაცხადა კირსან ილუმჟინოვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები