,,ჩვენი მიზანია ბოლოს და ბოლოს ნათლად გამოიხატოს პოლიტიკური ნება დიქტატურა თუ დემოკრატია", -განაცხადა ჟურნალისტებთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიმართვის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არ დაუფიქსირებიათ რატომ ეწინააღმდეგებიან საკონსტიტუციო ცვლილებებს.
,, ვერცერთმა ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ვერცერთ ეტაპზე ვერ გაბედა, რომ დაეფიქრებინა რატომ არიან წინააღმდეგი საკონსტიტუციო ცვლილებების. შესაბამისად ისინი დიქტატურის მომხრე არიან. ჩვენ მხოლოდ მათი მხრიდან ამ თემისგან გაქცევას ვხედავთ. დღეს ჩვენი მიზანია ბოლოს და ბოლოს ნათლად გამოიხატოს პოლიტიკური ნება დიქტატურა თუ დემოკრატია", _განაცხადა მარგველაშვილმა.