საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე მონაწილეობას იღებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკური კომისიის ორმოცდამეოთხე სესიაში.
გაეროს სტატისტიკური კომისიის შეკრება ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ სტატისტიკის სამსახურის უფროსები გაეროს ყველა წევრი ქვეყნიდან, სადაც განიხილება ძირითადი სტატისტიკური მეთოდოლოგიები და მოსახლეობის აღწერის საკითხები.
ზაზა ჭელიძე უცხოელ კოლეგებს გააცნობს საქსტატში ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებს, ასევე ისაუბრებს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე. სესიის პარალელურად საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს შეხვედრები ექნება გაეროს სტატისტიკის განყოფილებაში და სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებთან.