სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 44 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 22 პროცენტი.
ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 31 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში - 16 პროცენტს. მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 19 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 10 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარში კვლავ ნავთობი და ნავთობ- პროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 52 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების
სასაქონლო ჯგუფი 43 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 37 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8 პროცენტი).