2013 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 665 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1 პროცენტით მეტია;
"საქსტატის" ინფორმაციით, იანვარში მთლიან საგარეო ბრუნვაში ექსპორტმა 196 მლნ. აშშ დოლარი შეადგენა (25 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 468 მლნ. აშშ დოლარი (6 პროცენტით ნაკლები).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის
იანვარში 272 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41 პროცენტი შეადგინა.