,,პრემიერ-მინისტრის მიზანია გაანადგუროს ,,ნაციონალური მოძრაობა", -განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა გიგი უგულავას საქმის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნება"' ვერანაირ დაპირებას ვერ ასრულებს.
,,პრემიერ-მინისტრის მიზანია გაანადგუროს ,,ნაციონალური მოძრაობა", რადგან ვერცერთ ეკონომიკურ დაპირებას ისინი ვერ ასრულებენ, რადგან ეკონომიკური გუნდი ჰყავს არაკომპეტენტური და უვიცი ხალხისგან შემდგარი. სწორედ ამიტომ უნდათ ,,ნაციონაური მოძრაობა" გაანადგუროს, რადგან მაშინ როცა ყველა დაინახავს, რომ ისინი ვერანაირ დაპირებას ვერ შეასრულებენ, არ სურთY ამ ქვეყანაში პასუხის მომკითხავი იყოს", _განაცხადა გიორგი კანდელაკმა.