ივანიშვილს ვიცნობ დიდი ხანია და პირველი დღიდან, რაც ვიცნობ, აინტერესებდა რიყე, - - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემას აქცენტებში საუბრისას. მისი თქმით, ბრალდების თემა სრულიად ნათელია რატომაც ხდება, ეს არის რიყის თემა.
"თქვენ თუ დააკვირდით, ლაპარაკი არის პირველი დღიდან, რაც ეს მთავრობა მოვიდა, ლაპარაკი დაიწყო იმით, რომ უნდა დაინგრეს მშვიდობის ხიდი, ეგრეთ წოდებული შუშის ხიდი, უნდა დაინგრეს ახალი კულტურის ცენტრი და თეატრის შენობა. ეს პარკი იქ არ უნდა იყოს, მე ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ დიდი ხანია და პირველი დღიდან, როცა ვიცნობ, აინტერესებდა რიყე და ეს მიწა. მე ამის დადასტურება შემიძლია, პირადი ინტერესი ჰქონდა ყოველთვის, ამ მიწისთვის ის იბრძოდა ყოველთვის, სხვათა შორის პატარკაციშვილთან, ორი რუსი ოლიგარქის შეტაკება იყო ამ მიწის თაობაზე, შემდეგ მესამე შემოვიდა თუ არ ვცდები, დავით იაკობაშვილი, რომელიც ასევე რუსი ოლიგარქია ერთ-ერთი დიდი კომპანიისა, ასევე რუსი მილიარდერი ქართული წარმოშობის. ასე რომ, რიყე არის ძველი თემა და არაფერი კავშირი არა აქვს ამ ბოლო თვეები და ბოლო წლების მოვლენებთან", - განაცხადა სააკაშვილმა.