მთელი სია შემიძლია მოგცეთ, ვინ დააბრუნეს ქრთამის გამო გაგდებული, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემას აქცენტებში საუბრისას. მისი თქმით, აი, ესეთი ხალხი დაბრუნდა ახლა ხელმძღვანელობაში, ამიტომ ამ ხალხისგან ჩვენ არ გვესწავლება.
"მთელი სია შემიძლია მოგცეთ, ვინ დააბრუნეს ქრთამის გამო გაგდებული, მიწის მითვისების გამო გაგდებული, სადღაც ვიღაც პროკურორი გააგზავნეს სიტყვაზე რაღაც დავის შესამოწმებლად ბინის თაობაზე და უცებ იმ კორპუსში ბინა აღმოაჩნდა... აი, ესეთი ხალხი დაბრუნდა ახლა ხელმძღვანელობაში, ამიტომ ამ ხალხისგან ჩვენ არ გვესწავლება... რა თქმა უნდა ბევრად უკეთესად შეიძლებოდა გაკეთება.. დღეს ცდუნება, რომ ყველაფერს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ეს მთელი წლები, ისევ დატრიალდეს უკან და გადავახვიოთ 90-იან წლებში... 90-იან წლებში იყო მხოლოდ სამი არხი... მინდა შეგახსენოთ იყო მხოლოდ სამი-ოთხი გაზეთი და არ იყო სოციალური მედია. ყველაფერი ეს მოიტანა ბოლო წლებმა, მე ნამდვილად არ მითქვამს რომ მე მოვიტანე, იმიტომ, რომ დრომაც მოიტანა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ამას ხელი შევუწყვეთ, ბევრი გავაკეთეთ", - განაცხადა სააკაშვილმა.