თურქეთის დროშის ქვეს მცურავი იახტა "HELEN"-ის კაპიტანმა, თურქეთის მოქალაქე TAHSIN SOZEN-მა, ბიუჯეტის სასარგებლოდ მასზე დაკისრებული ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით გადაიხადა. იახტას თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ჩაქვის საზღვაო რაიონში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის დროშით მცურავი იახტა "HELEN"-ი 22 იანვარს დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები