,,ჯერჯერობით ნათელი არ არის რა არის განსაკუთრებული ამ 19 აპრილის შეკრებაში", -განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ 19 აპრილის მიტინგის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანების აზრის გამოხატვისა და თავშეყრის უფლებას.
"ჯერჯერობით არ არის ნათელი რა არის განსაკუთრებული ამ 19 აპრილის შეკრებაში, მაგრამ მხარს ვუჭერთ ადამიანების უფლებას გამოთქვან თავიანთი აზრი და ისარგებლონ სიტყვისა და თავშეყრის თავისუფლებით", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.