,,მიხეილ სააკაშვილი ამზადებს ბაზას, რომ მისი უკმაყოფილება მთავრობისა და პარლამენტისადმი არგუმენტირებული იყოს", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ივანე მერაბიშვილის განაცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ორი თვით ადრე მიტინგის დაანონსება კარგის მანიშნებელი არ არის.
,,ორი თვით ადრე, მიტინგის გამოცხადდება მაფიქრებინებს, რომ ,,ნაციონალების მხრიდან" ეშმაკობას აქვს ადგილი. შესაძლოა ამ პერიოდის განმავლობაში ,,ქართული ოცნების"' მხარდამჭერების მობილიზება მოხდეს და დათქმული მიტინგის ადგილი კონფლიქტის არენად გადაიქცეს. კონფლიქტის შემდეგ პრეზიდენტს ალიბი მიცემა, რომ დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტი", -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი საბაბს ეძებს, რომ მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობასთან დაკავშირებით მისი უკმაყოფილება არგუმენტირებული იყოს.
,,მიხეილ სააკაშვილი ამზადებს ბაზას იმისთვის, რომ არგუმენტირებული იყო მის მიერ მთავრობისა და პარლამენტისადმი უკმაყოფილება. უკვე გადაესვა ხაზი ქვეყნის რუსეთისკენ წაყვანას და ახალ ხელისუფლებას ევროპული კურსი აქვს. თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრები აქტიურად არიან ჩართული დასავლეთთან ურთიერობის პროცესში. ასე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს განცხადებები ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით რეალური არ არის, შესაბამისად დაიწყეს სხვა მიზეზების ძებნა", -განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს ნაციონალური მოძრაობა მიტინგს გამართავს, - ამის შესახებ პარტიის გენერალურა მდივანმა ვანე მორებიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საპრლამენტო უმრავლესობა ,,ნაციონალების" გადაწყვეტილებას ქვეყნის გადატრიალების მცდელობისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.