,,ნაციონალების მიერ" 19 აპრილს დანიშნული მიტინგი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა", -განაცხადა კოალიცია ,,ქართული ოცნების"' წევრმა კობა დავითაშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ივანე მერაბიშვილის განცხადების კომენტირებისას.
,,მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება დაიწყო, რაც სოფლის მოსახლეობამ იგრძნო, რას ნიშნავს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, წყალწაღებული "ნაციონალური მოძრაობა" ხავსს ეჭიდება და ფაქტობრივად, ეს არის მათი მხრიდან ღია კონფრონტაციაზე გადასვლა, პირდაპირი მუქარა პარლამენტის დათხოვნისა, 19 აპრილი უკავშირდება სწორედ საკონსტიტუციო ვადებს. მათ მიერ საკონსტიტუციო ცვლილებზე ხელის არ მოწერა და მოლაპარაკების ჩაშლა, მათი რიტორიკა, მათი ყველა ქმედება მიმართულია ქვეყანში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისკენ", -განაცხადა კობა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ,,ნაციონალური მოძრაობა"' ქართველი ხალხისგან ადეკვატურ პასუხს მიიღებენ.