Hotmail-ის საფოსტო სერვერი, რომელიც 1996 წლიდან მოქმედებს გაზაფხულიდან დაიხურება. აღნიშნულის შესახებ განცხადება, Hotmail-ის დომენის მფლობელმა Microsoft-მა გააკეთა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კი სერვერ outlook.com-ს მომხმარებელთა ზრდაა. სტატისტიკის მიხედვით, outlook.com-ზე რეგისტრირებულთა რაოდენობამ 60 მლნ-ს გადააჭარბა. Microsoft-ის ინფორმაციით, Hotmail-ის მომხმარებლებს, საკუთარი პოსტით სარგებლობა outlook.com-ის დომენზე შეეძლებათ.
Microsoft-ში იმედი აქვთ, რომ ფოსტის მუსაობის ცვლილება Gmail-ის კლიენტურასაც მათტან მიიზიდავს.
მასალის გამოყენების პირობები