სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი" ერთგული მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს განაგრძობს და ცნობილი ამერიკული გამაგრილებელი სასმელის „დოქტორ პეპერის" რეალიზაციას იწყებს. „დოქტორ პეპერი" 1885 წელს შეიქმნა ტეხასში და დღესდღეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, აზიაში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამაგრილებელ სასმელად ითვლება.
„მოხარული ვართ, რომ „სმარტის" მომხმარებელს კიდევ ერთ ექსკლუზიურ პროდუქტს ვთავაზობთ. ცნობილი ამერიკული გამაგრილებელი სასმელი „დოქტორ პეპერი" გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და უნიკალური, ყველა გამაგრილებელი სასმელისგან განსხვავებული გემოთი. „დოქტორ პეპერი" დატვირთული დღის რეჯიმით დაღლილ მომხმარებლებს ახალ ენერგიას შემატებს. ვფიქრობთ, „დოქტორ პეპერის" „სმარტის" ქსელში გამოჩენა განსაკუთრებით გაახარებს მათ, ვისაც ამერიკაში ცხოვრების გამოცდილება აქვთ, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ მალე ის ყველასთვის საყვარელი გამაგრილებელი სასმელი გახდება. „დოქტორ პეპერი" „სმარტში" 1.95 ლარად იყიდება", - აცხადებენ „სმარტში"
„სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. დღესდღეობით „სმარტს" 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.