,,სტალინის ძეგლის აღდგენას არ მივესალმები", -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრისას ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კანდელაკის შეკითხვის საპასუხოდ, მიიჩნევს თუ არა, რომ ქვეყანაში სტალინის ძეგლების დადგმა პრობლემაა და აღნიშნა, რომ იგი სტალინის ძეგლის აღდგენას გმობს.
მისივე განცხადებით, სტალინი მეოცე საუკუნეში ყველაზე უფრო საშინელი მოვლენა იყო.
"მე სტალინის ძეგლის აღდგენას არ მივესალმები კი არა - ვგმობ. მე ამას კერძო ინიციატივად მივიჩნევ. ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სტალინი ყველაზე უფრო საშინელი მოვლენაა მეოცე საუკუნეში", - განაცხადა ფანჯიკიძემ.