ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი აცხადებს, რომ დღეს "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია. მისი თქმით, იარაღი შემთხვევის ადგილზე ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ მიიტანეს. ამის შესახებ მეტრეველმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"არ შეიძლება ამდენი სიბინძურის ატანა. გამანადგურეს, ერთადერთი შვილი მომიკლეს და კიდევ დონაძის ამ აღვირახსნილობის ატანა შეუძლებელია. მაშინ დამხვრიტეთ და ჩემ შვილთან ერთად დამასვენეთ",- აცხადებს ია მეტრეველი.
შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ რობაქიძის მკვლელობის ამსახველი ვიდეო-მასალა ჟურნალისტებსა და სამართალდამცველებს მიაწოდა დღეს მიაწოდა, რომელიც პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს.ვიდეო-მასალა ,,რუსთავი-2"-მა გაავრცელა. რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გავრცელებული კადრები სრული ვერსია არ არის, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ მოიპოვა. როგორც ფირცხალავამ ჟურნალისტებთან განმარტა მანქანაში რობაქიძე შემთხვევით იყო მოხვედრილი.