,,დეპუტატები უსმენენ იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლიან", -აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მაია ფანჯიკიძის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე მიწვეული საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დაინტერესდა, შეეძლო თუ არა მასაც, დეპუტატების მსგავსად, საუბრის პარალელურად გამოეყენებინა მობილური ტელეფონი და გაეგზავნა "მესიჯები". შეკითხვა მინისტრმა მას შემდეგ დასვა, რაც ამ საქმით დაკავებული ოპოზიციონერი დეპუტატები შენიშნა.
"პარლამენტში ასეთი წესია, რომ აქ ხალხი ერთმანეთს ელაპარაკება და არ უსმენს? ეს ასე უნდა იყოს? ტელეფონზე ლაპარაკი, "მესიჯები" ყველაფერი მიღებულია ხომ?, მეც შემიძლია მესიჯები გავაგზავნო? - იკითხა მაია ფანჯიკიძემ, რაზეც დავით ბაქრაძისგან განმარტება მიიღო.
"პარლამენტში ზოგადად ასე ხდება ხოლმე და ამ წესის შეცვლას ნუ ეცდებით", -განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ოპოზიციას ხვდება.