,ჩვენ კარგად გვესმის ბიზნესისა და ბიზნესმენის ფასი", -აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 200-მდე ბიზნესმენთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ივანიშვილმა განმარტა ამ დროისთვის ქვეყნის ძირითადი პრობლემა არის უმუშევრობა და ამ პრობლემის დაძლევაში სახელმწიფოს მხოლოდ ბიზნესი დაეხმარება.
,,ჩვენი ქვეყნის ძირითადი პრობლემა არის უმუშევრობა და სიდუხჭირე. ყველა პრობლემა ტერიტორიული მთლიანობაც კი კავშირშია დასაქმებასთან. ამ პრობლემის გადაწყვეტა კი ბიზნესის პრეროგატივაა. ჩვენ ბიზნეს ელემენტარული პირობები უნდა შევუქმნათ. ჩვენ კარგად გვესმის ბიზნესისა და ბიზნესმენის ფასი. საქართველო მსოფლიოში გადასახადების სიმცირის კუთხით მეოთხე ადგილზეა და ეს წინა ხელისუფლების დამსახურებაა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ხდებოდა ბიზნესმენების შევიწროვება", _ განაცხადა შერს განმარტებით ის თავად იქნება გარანტორი იმისა, რომ ვერავინ ვეღარ მოახერხოს ბიზნესი სევიწროვება და თუ ეს ფაქტი დაფიქსირდება მან ბიზნესმენებს მოუწოდა ამაზე მყისიერი რეაქცია იქონიონ, რათა სამომავლოდ მსგავსი პრეცედენტები აღარ განმეორდეს.
,,იმისთვის, რომ ბიზნესი აღარ შევიწროვდეს ამის გარანტორი ვიქნები მე და ამის გარანტორი უნდა იყოს კანონმდებლობა და სულ მალე ყველა ამ შედეგს იგრძნობთ. ჩვენ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით საწინააღმდეგო იდეოლოგია გვაქვს და ამიტომ მათთან თანაცხოვრება რთულია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს თანაცხოვრება, სიტყვა კოჰაბიტაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ ვისწავლეთ აუცილებლად უნდა შედგეს", -განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, ბიზნესი საშუალოდ 16%-იან გადასახადს იხდის, რას საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. მან ბიზნესმენებს მოუწოდა მათ უცხოელ პარტნიორებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოში არსებულ გადასახადებზე.