დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე იძულებით გადაადგილებულ პირთა მიღებას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. მინისტრი და მოადგილეები დევნილებს ყოველ დღე ხვდებიან და პირადად ეცნობიან კონკრეტულ საჭიროებებს. მიღების დღეები სამინისტროში არ არსებობდა და ის დავით დარახველიძემ დააწესა.
დევნილთა ძირითადი საჭიროება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, ფართის დაკანონება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და სხვა სოციალური საკითხებია. არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მიღებაზე მისულ დევნილს მინისტრმა სახლი რეგიონში შესთავაზა. დევნილებმა შეთავაზება მიიღეს და დღეს საკუთარ სახლში ცხოვრობენ. დღეს მინისტრმა მიღებაზე მოსულ 40-მდე დევნილის პრობლემა განიხილა.
როგორც დევნილები აცხადებენ, მსგავსი შესაძლებელობა არასდროს ჰქონიათ და კმაყოფილები არიან, რომ მინისტრი მათი პრობლემებით პირადად ინტერესდება.
გულნაზ ჩხეტიანი, აფხაზეთიდან დევნილი: „ვარ უსახლკარო, უმუშევარი, ძალიან გვიჭირს. დევნილობის პერიოდში პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, მინისტრს შევხვედროდით. 20 წლის მანძილზე მინისტრთან კი არა, სამინისტროს შენობაშიც ვერ ვხვდებოდით. მინისტრმა მოგვისმინა, გაიზიარა ჩვენი პრობლემა და დაგვაკვალიანა. აგვიხსნა, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა ეტაპები უნდა გავიაროთ, რომ ფართით დავკმაყოპილდეთ."
მაგული უგრეხელიძე, სოხუმიდან დევნილი: „20 წლიანი დევნილობის პერიოდში პირველი სასწაული მოხდა, რომ მინისტრმა მიგვიღო. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. ღმერთმა გაახაროს ასეთი თბილი შეხვედრისთვის. ბატონმა მინისტრმა დამაიმედა. მე ბერძენის სახლში ვცხოვრობ და დამპირდა, რომ არსებულ პრობლემს მოგვიგვარებს. ძალიან ვნერვიულობ, ისე კარგად მიმიღო, მადლობელი ვარ. ჩვენს სოხუმელებს ყველას ვეტყვი, რომ ნამდვილად ისეთი მინისტრი გვყავს, რომელიც ჩვენს გულისტკივილს გაიზიარებს."
როგორც მინისტრმა დავით დარახველიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დევნილ მოსახლეობასთან მეტი კოორდინაცია, გახსნილობა და ღია ურთიერთობა: „მალე დავრწმუნდით, რომ საჭირო იყო დევნილებთან კომუნიკაცია და მათი პრობლემების უფრო მეტად გაზიარება. ამიტომ, გადავწყვიტეთ რომ დაგვენიშნა მიღების დღეები. ამ შეხვედრებმა განაპირობა ის, რომ ჩვენ მივიღეთ სრული ინფორმაციას მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, ხოლო დევნილები ღებულობენ ინფორმაციას, თუ რა დროში და როგორ შეიძლება გადაწყდეს მათი პრობლემები. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დევნილთა განსახლების საკითხი მიღების დღეს გადაწყდა. რამდენიმე ოჯახი განვასახლეათ თეთრწყაროში, რამდენიმე ოჯახი გავამგზავრეთ ბათუმში. სამინისტროსა და დებნილებს შორის დაიწყო ნდობის აღდგენა.