არსებული ინფორმაციით, პოლიციამ თავისუფლების მეტროს მიმდებარედ პროტესტის რამდენიმე მონაწილე დააკავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულები არიან აზა ჩილაჩავა, მაია სულაბერიძე და ლადო ბეროზაშვილი.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათი დაკავება სავარაუდოდ გზის გადაკეტვას უკავშირდება.
აფხაზეთიდან დევნილ 71 წლის აზა ჩილაჩავას პოლიციამ 19 ოქტომბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. 22 ოქტომბერს ის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო აქციაზე პირბადით ყოფნის გამო და სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.
ფოტო: MO SE