"ახლა სრულიად ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ და ახლა ჩვენს წინაშე სულ სხვა დღის წესრიგია. ხალხი გვენდო და ხმა მოგვცა და ჩვენ ვალდებულნი ვარ გავამართლოთ ეს ნდობა. ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო დიდია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების " ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, პარტია "ქართული ოცნება არასოდეს ჩადგება იმ სახელისოფლებო პარტიათა რიცხვში, რომელთა არსებობის სამწიხარო პრაქტიკა იყო საქართველოში.
""ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც უნდა გააგრძელოს არსებობა და პოლიტიკური საქმიანობა. ეს უნდა იყოს იდეოლოგიითა და ღირებულებებით შეკავშირებული ადამიანების ერთობა, რომელიც ოპოზიციაშიც სიცოცხლისუნარიანი იქნება", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.