16 თებერვალს გაიმართა ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის ყრილობა.
ფედერაციის პრეზიდენტად არჩეულ იქნა არჩილ ფრანგიშვილი, გენერალურ მდივნად ჰენრი კუპრაშვილი, ვიცეპრეზიდენტებად ირაკლი შენგელია, ნინო ბასილაია, ანა სიჭინავა. ყრილობამ ასევე აირჩია ფედერაციის გამგეობა და სარევიზიო კომისია.
ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად არჩეულ იქნა ვლადიმერ გოიაშვილი.
ყრილობის გადაწყვეტილებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება სპორტული კლუბი.
ყრილობას ესწრებოდნენ გარდა ჩვენი სახელოვანი მოცურავეებისა და მწვრთნელებისა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, ხრიდოლის აკადემია, საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი, კლუბი "გიორგი", გინესის რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა და სხვ.
მასალის გამოყენების პირობები