დღეს, 16 თებერვალს, საქართველოს ინდური კომპანია „ტატას" წარმომადგენლები ეწვევიან.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განმარტავს, „ტატას" წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს ადგილზე გაეცნობიან.
მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და „ტატას" შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ დავოსის სამიტის ფარგლებში შედგა, სადაც „ტატამ" საქართველოს საინვესტიციო გარემოსადმი ინტერესი დააფიქსირეს.