,,საქართველოში პოლიტიკური კულტურა სერიოზულ კრიზისშია", -განაცხადა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ,,მაესტროში"' მომხდარი ინციდენტის კომენტირებისს და მომხდარს სამწუხარო ფაქტი უწოდა.
,,უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დაწყებულ დიალოგს ასეთ პირობებში არანაირი ანტერნატივა არ აქვს, საჭიროა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა სწორედ მოლაპარაკებებისა და დიალოგისკენ იყოს მიმართული, სამწუხაროა, რომ მსგავსი ინციდენტები გრძელდება და ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა სერიოზულ კრიზისშია", - განაცხადა ნანუაშვილმა
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა "არგუმენტებში", რომლის სტუმრებიც უმრავლესობიდან კობა დავითაშვილი და უცირესობიდან სერგო რატიანი იყვნენ, ინცინდენტი მოხდა.
გადაცემის ავტორი და წამყვანი თეა სიჭინავა სტუმრებთან 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდარ ინცინდენტზე საუბრობდა. რატიანი-დავითაშვილის პოლემიკა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.