,,სირცხვილია, როცა დეპუტატები ასე იქცევიან", - განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების"' დეპუტატმა თინა ხიდაშელმა ,,მაესტროში' მომხდარი ინცინდენტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ დეპუტატებს მეტი მოთმინება მოეთხოვებათ.
,,როდესაც პარლამენტში გირჩევენ ნიშნავს იმას, რომ გაცილებით მეტი უნდა მოითმინო, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს მოეთხოვება და სირცხვილია, როცა დეპუტატები ასე იქცევიან", - განაცხადა ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ,,თუ ვერ თოკავ ნერვებს დარჩი სახლში და დაისვნე".
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა "არგუმენტებში", რომლის სტუმრებიც უმრავლესობიდან კობა დავითაშვილი და უცირესობიდან სერგო რატიანი იყვნენ, ინცინდენტი მოხდა.
გადაცემის ავტორი და წამყვანი თეა სიჭინავა სტუმრებთან 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდარ ინცინდენტზე საუბრობდა. რატიანი-დავითაშვილის პოლემიკა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.