ჩემი აზრით, ბატონ დავითაშვილს უნდა მოეთმინა, მისი ვიზავის აგდებული და დამცინავი ტონი, - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა ტელეკომპანია მაესტროში მომხდარი ინციდენტის შეფასებიას. მისი თქმით, რაც,,მაესტროს,, ეთერში მოხდა, ეს არც ერთ მხარეს არ მატებს დივიდენდებს.
"ჩემი აზრით ბატონ დავითაშვილს უნდა მოეთმინა, მისი ვიზავის აგდებული და დამცინავი ტონი. აქვე მინდა ვთქვა, რომ არ შეიძლება ,,ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენელი დავითაშვილს ამ ტონითა და ლექსიკით ესაუბრებოდეს, რადგან ბატონი კობა მრავალგზის იქნა ნაცემი ამ პარტიის აქტივისტებისაგან და მის ჯანმრთელობას სერიოზული კვალი დაეტყო. სამწუხაროდ, ისევე როგორც ბატონი ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, ასევე დავითაშვილის მრავალგზის თავდასხმის ფაქტზე, არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა. მათ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, მაშინ გამოძიებისთვის არ ეცალა, ის სხვა საქმეებით იყო დაკავებული. ეს იყო პროვოკაცია. ვერ გეტყვით წინასწარგამიზნული თუ სპონტანური, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ ,,ნაციონალური მოძრაობის,, ავანტიურებსა და პროვოკაციებზე. ასეთ ფაქტებს აგროვებს წამებულის მანტია მოსხმული, ყავლგასული პრეზიდენტი და მისი მკვდრადშობილი პარტია და ტორპედირებას ახდენენ დასავლეთზე", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩრდილელმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა "არგუმენტებში", რომლის სტუმრებიც უმრავლესობიდან კობა დავითაშვილი და უცირესობიდან სერგო რატიანი იყვნენ, ინცინდენტი მოხდა.
გადაცემის ავტორი და წამყვანი თეა სიჭინავა სტუმრებთან 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდარ ინცინდენტზე საუბრობდა. რატიანი-დავითაშვილის პოლემიკა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.