,,პოლიტიკოსების მთავარი საქმიანობა არ უნდა იყოს ერთმანეთის გაღიზიანება და შეურაცხყოფის მიყენება", _განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ,,მაესტროში" მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას.
,,ეს ფაქტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ პოლიტოკოსების მთავარი საქმიანობა არ უნდა იყოს ერთმანეთის გაღიზიანება და ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება და ასეთ შემთხვევაში პროცესები უფრო ცივილურად წარიმართება", -განაცხადა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი არასასიამოვნოა და დეპუტატებს უფრო მეტი თმენის ვალდებულება აქვთ.
,,პარლამენტის წევრებს უფრო მეტი თმენის ვალდებულება აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, ამიტომ შესაბამისად უნდა მოვიქცეთ", -განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა "არგუმენტებში", რომლის სტუმრებიც უმრავლესობიდან კობა დავითაშვილი და უცირესობიდან სერგო რატიანი იყვნენ, ინცინდენტი მოხდა.
გადაცემის ავტორი და წამყვანი თეა სიჭინავა სტუმრებთან 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდარ ინცინდენტზე საუბრობდა. რატიანი-დავითაშვილის პოლემიკა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.