დღეს, 14 თებერვალს, 14:00 საათზე ქვეყანაში არსებულ სტატისტიკურ მონაცემებსა და ეკონომიკურ აქტივობზე ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრები იმსჯელებენ. საბჭო მორიგ შეხვედრას ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის წინადადებით, გამართავს.
მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის სპეციალურ პრეზენტაციას - „ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში" გამართავს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე.
ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს შექმნა თავად მინისტრის ინიციატივაა და მისი მიზანია, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვა მოხდეს საჯარო დისკუსიის ფორმატში.
მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
მისამართი: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი"