დღეს, 13 თებერვალს, თბილისი ტრანსპორტის მინისტერიალს მასპინძლობს.
როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, 13 თებერვალს, სასტუმრო „რედისონი". 09.15 საათზე ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნების არაფორმალური დიალოგის ფარგლებში ტრანსპორტის მინისტერიალი დაიწყება.
ფორუმს დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკომისარი ტრანსპორტის დარგში სიმ კალასი და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი სტეფან ფულე.
დღისწესრიგის მიხედვით, ფორუმის მონაწილეებს წინაშე მისასალმებელი მოხსენებით გამოვლენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკომისარი ტრანსპორტის დარგში სიმ კალასი, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი სტეფან ფულე.
12.15 საათზე კი მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი და ევროკომისარი ტრანსპორტის დარგში სიმ კალასი, ევროპული სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის ევროკომისარი სტეფან ფულე, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი, ბელარუსის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდერ შიშკო, მოლდოვის ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მინისტრი ანატოლი შალარუ, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ვოლოდიმირ კორნიენკო, სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე არტაშე ავეტისიანი და ლიტვის ელჩი და სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობაში" ვაიდოტას ვერბა.
14.30 საათზე დაგეგმილია საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებელი ოლეგ ბიჭიაშვილი.