საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დამფუძნებელი წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის დაარსების საზეიმო ცერემონიაში.
ინსტიტუტის დამფუძნებელები არიან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გერმანიის ქ.შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.
ხელი მოეწერა სამმხრივ მემორანდუმს ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის დაარსებისა და მხარეთა შორის თანამშრომლობის შესახებ.