საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ტრანსპორტის საკითხებში სიმ კალასს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს. გეგმაზომიერად მიმდინარებს საქართველოს ტრანსპორტის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპის კანონმდებლობასთან, რაც ევროკავშირთან რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი საფუძველია.
ვიცე-პრეზიდენტმა და ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში სიმ კალასმა დადებითად შეაფასა საქართველოს ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებასა და და ევროპის საჰაერო ნაოსნობის უსაფრთხოების ორგანიზაციასთან (Eurocontrol) მიერთების საკითხი. ამასთან, სიმ კალასმა აღნიშნა საქართველოში მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში AETR-თან (საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ეკიპაჟების მუშაობის შესახებ ევროპის შეთანხმება) იმპლიმენტაციის საკითხს.